Quantcast
Channel: ტაბულა - პოლიტიკა
Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

მერია: აბესაძე შტატგარეშე თანამშრომელი იყო, დანაშაულის ნიშნებზე რეაგირება გვექნება

$
0
0

თბილისის მერიის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაკავებული ოთარ აბესაძე მათი შტატგარეშე თანამშრომელი იყო. ამასთან, დედაქალაქის მთავრობა "სრული პასუხისმგებლობით"აცხადებს, რომ რეაგირების გარეშე არ დატოვებენ დანაშაულის ნიშნების შემცველ ფაქტებს.

"ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან დავიწყეთ ბრძოლა მერიის სისტემაში დანაშაულებრივი ქმედებებისა და კორუფციის წინააღმდეგ და ყველა მოხელის მიმართ, ვინც არაკანონიერ ქმედებას ჩაიდენს, მიიღება შესაბამისი ზომები, როგორ დედაქალაქის მთავრობის, ასევე, საგამოძიებო უწყებების მხრიდან.

მოვუწოდებთ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურაში მომუშავე თითოეულ თანამშრომელს, ნუ გამოიყენებენ ბოროტად დაკავებულ თანამდებობებსა და უწყების სახელს, ასევე, ნუ შელახავენ მერიის სტრუქტურაში მომუშავე საჯარო მოსამსახურეების ღირსებასა და პატივს”, - ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ბრალდებით თბილისის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე დღეს დააკავა. მას გამოძიება 3000 აშშ დოლარის ოდენობის ქრთამის მოთხოვნას და აღებას ედავება. აბესაძეს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობა ემუქრება.  

ოთარ აბესაძე ქართული ოცნების აქტიური წევრია 2012 წლიდან. ის ხელმძღვანელობდა კოალიცია ქართული ოცნების ახალგაზრდულ ორგანიზაციას და იკავებდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მრჩევლის პოსტს. 

ქართული
ოთარ აბესაძის დაკავებაქართული ოცნებათბილისის მერიაოთარ აბესაძის დაკავებაNews ItemპოლიტიკაFull widthNoBefore article text

Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>