Quantcast
Channel: ტაბულა - პოლიტიკა
Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

მაკრონის მთავრობა 2040 წლისთვის ბენზინის და დიზელის ავტომობილების აკრძალვას გეგმავს

$
0
0

საფრანგეთი 2040 წლისთვის ქვეყანაში შიგა წვის ძრავზე მომუშავე ავტომობილების აკრძალვას გეგმავს, ამის შესახებ ქვეყნის ახლადარჩეულა ეკოლოგიის მინისტრმა ნიკოლა ულომ განაცხადა. 

ემანუელ მაკრონის მთავრობა უკვე 2050 წლისთვის საფრანგეთის "კარბონ-ნეიტრალურ"ქვეყნად ქცევას გეგმავს, რის გამოც არსებული სტრატეგიით 2040 წელს შიგა წვის ძრავიანი ავტომობილების გაყიდვა აიკრძალება. 

შიგა წვის ძრავიანი ავტომობილების აკრძალვასთან ერთად ულოს თქმით, ნახშირის თბოსადგურებიც აიკრძალება. 2022 წლისთვის საფრანგეთი ნახშირის თბოსადგურების დახურვას გეგმავს. ქვეყნის ელექტროენერგიის 5% ნახშირიდან მიიღება.

შიგა წვის ძრავზე მომუშავე ავტომობილების ეტაპობრივ აკრძალვას გერმანია და ნიდერლანდებიც გეგმავენ. 

ქართული
ემანუელ მაკრონისაფრანგეთინიკოლა ულოეკოლოგიაეკოლოგიაNews ItemპოლიტიკაეკონომიკამსოფლიოFull widthNoBefore article text

Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>