Quantcast
Channel: ტაბულა - პოლიტიკა
Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების რაოდენობა იზრდება

$
0
0

ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების რაოდენობა გაიზრდება. აღნიშნული ზრდა BGEO ჯგუფის გაყოფას უკავშირდება. დღეს კომპანიამ სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ის საინვესტიციო და საბანკო ბიზნესად იყოფა. ორივე კომპანია ლონდონის საფონდო ბირჟაზე იქნება განთავსებული.

BGEO-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ გაყოფა მას მეტ მოქნილობას მიანიჭებს და მომავალი ზრდისთვის დამატებით შესაძლებლობებს მისცემს. 

BGEO ჰოლდინგი გაყოფამდე ლონდონის ბირჟაზე ორი კომპანიით იყო წარმოდგენილი, ესენია თავად BGEO და GHG (საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი, ევექსი), გაყოფის შემდეგ ის სამი კომპანიით იქნება ბირჟაზე წარმოდგენილი. მეტიც, 2019-2020 წლებში მას კიდევ ერთი კომპანია GGU დაემატება, რის შედეგადაც BGEO 4 კომპანიით იქნება ბირჟაზე წარმოდგენილი.

დღეს ლონდონის ბირჟაზე 3 ქართული კომპანია ივაჭრება, ესენია BGEO, TBC და GHG.

BGEO-ს საინვესტიციო ბიზნესში გადავა სადაზღვევო კომპანია Aldagi. საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის პოსტს კახა კიკნაველიძე შეინარჩუნებს. BGEO ჯგუფის არააღმასრულებელი თავმჯდომარე ნილ ჯანინი საქართველოს ბანკის არააღმასრულებელ თავმჯდომარედ გადაინაცვლებს.

BGEO ჯგუფის საინვესტიციო ბიზნესი ასე გადანაწილდება:

  • GHG - საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი, ჯგუფი სამედიცინო კორპორაცია ევექსს ფლობს.
  • GGU - (GWP-ის მფლობელი კომპანია), კომპანია ასევე ფლობს ენერგეტიკულ პროექტებს.
  • სამშენებლო კომპანია m2.
  • BGEO-ს წილი თელიანი ველიში.

BGEO-ს გაყოფის შედეგად, BGEO-ს საინვესტიციო კომპანიას საქართველოს ბანკის 9.9%-იანი წილი დარჩება.

ქართული
BGEO ჯგუფისაქართველოს ბანკიBGEO ჯგუფიNews ItemპოლიტიკაFull widthNoBefore article text

Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>