Quantcast
Channel: ტაბულა - პოლიტიკა
Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებებზე: ქართულმა ოცნებამ უნდა შეაჩეროს ეს პროცესი

$
0
0

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოს ბათუმში შეხვდა. აუდიენციის დასრულების შემდეგ, პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და თქვა, რომ ქართულმა ოცნებამ პროცესი უნდა შეაჩეროს.

"დღეს ყველანი ვდგავართ ჩიხური სიტუაციის წინაშე. იმისთვის, რომ არ შეჩერდეს ქართული დემოკრატიის განვითარება, რომ დემოკრატია არ შევიყვანოთ ჩიხში, უნდა შევხედოთ ვითარებას. ქართულმა ოცნებამ უნდა გაიაზროს, რომ ეს პროცესი სერიოზულად აზარალებს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და იმიჯს და შეაჩეროს ეს პროცესი. დავიწყოთ კონსტიტუციური პროცესი ისე, რომ ის მიმდინარეობდეს დიალოგის, ჩართულობის, კონსენსუსის ღირებულებებიდან გამომდინარე.

გავიგე, რომ 6 თვე დასჭირდა იმას, რომ ჩვენთვის ეს ანბანური ჭეშმარიტება მაინცდამაინც ევროპიდან ეთქვათ. ახლა, ამ მომენტში გავიაზროთ ვითარების სირთულე, ნუ შევიყვანთ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას კრიზისში", - თქვა პრეზიდენტმა.

ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ კი აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებით ძალიან იმედგაცრუებულია.

ქართული
საკონსტიტუციო ცვლილებებიგიორგი მარგველაშვილისაკონსტიტუციო ცვლილებებიNews ItemპოლიტიკაFull widthNoBefore article text

Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>