
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატი 2017 წლის მერის არჩევნებზე საკუთარ შანსებზე საუბრობს. ზაალ უდუმაშვილის თქმით, პირდაპირ გამარჯვება თუ არა, 2017 წლის მერის არჩევნებზე მეორე ტური აუცილებლად იქნება.
"მე კონკურენტის შანსებს ნამდვილად ვერ შევაფასებ. თუმცა, ერთი შემიძლია ვთქვა, ბუნებრივია ამ არჩევნებში ჩემი მთავარი კონკურენტი ხელისუფლების კანდიდატი იქნება. თუ პირდაპირ გამარჯვება არა, მეორე ტური აუცილებლად იქნება", - აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.
ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ თბილისის მერობის კანდიდატად ზაალ უდუმაშვილი ოფიციალურად გუშინ წარადგინა.
ქართული
ერთიანი ნაციონალური მოძრაობაზაალ უდუმაშვილითბილისის მერობის კანდიდატებითვითმმართველობის არჩევნები 2017თვითმმართველობის არჩევნები 2017News ItemპოლიტიკასაზოგადოებაFull widthNoBefore article text